სერვისები

დისტრიბუცია

„გლობალ პროდაქტსი“ ემსახურება მაღაზიების ყევლა ჯგუფს, მათ შორის: Key Account, ABC კლასის მაღაზიები, ჰიპერ მარკეტები, მარკეტები, მცირე ზომის მაღაზიები, საბითუმო წერტილები. კომპანია ახდენს სურსათის, საყოფაცხოვრებო ქიმიის,დისტრიბუციას. „გლობალ პროდაქტსი“ დისტრიბუციას ახორციელებს,პრისეილის მეშვეობით.პრისეილი მუშაობს მსუბუქი ავტომობილით. მის მიერ აღებული შეკვეთების ადგილზე მიტანას უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური ლოჯისტიკის სამსახური. ლოჯისტიკის სამსახურიც თავის მხრივ აღჭურვილია სატვირთო ავტომობილებით. „გლობალ პროდაქტსის“ ავტოპარკი ფუნქციონირებს GPS სისტემით, რაც საშუალებას იძლევა მუდმივი კონტროლის ქვეშ იყოს მთლიანი პარკის უსაფრთხოება და მარშრუტის შესაბამისი გადაადგილების პროცესი. სავაჭრო წარმომადგენლებისთვის ყოველდღიურად დგება კონკრეტული მარშრუტი და გადაადგილების შესაბამისი გრაფიკი.


სავაჭრო ქსელის მენეჯერთა ჯგუფი ყოველ სამუშაო დღეს ზრუნავს პროდუქციის მერჩენდაიზინგზე.

ჰორეკა

ჰორეკას განყოფილება არის გაყიდვების სპეციპიკური რგოლი,რომელიც ემსახურება საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა მსხვილ სასტუმროს, რესტორანს, კაფეს, გასართობ ცენტრს, სავადმყოფოს, ბანკს, სამინისტროს, ქარხანა-საწარმოს, საელჩოს და სხვა მსგავს დაწესებულებას.


განყოფილება დაკომპლექტებულია სუპერვაიზერებითა და პრისეილერებით, მათ მიერ აღებული შეკვეთების დროულ და ხარისხიან მიწოდებას კი უზრუნველყოფს ლოჯისტიკის სამსახური.


ჰორეკას განყოფილება მომსახურების სფეროს ობიექტებს ამარაგებს როგორც ჰიგიენის, ასევე საკვები პროდუქტებით.


კომპანიის პროდუქტების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ჩვენ ვაკმაყოფილებთ ყველაზე პრეტენზიულ მომხმარებელსაც და მუდმივად ვზრუნავთ მოპოვებული ნდობისა და იმიჯის გაუმჯობესებაზე.